თამთა მეგრელიშვილი ფრანკლინის კლუბზე: ამ კარგად შეფუთული სახელის უკან "ნაციონალური მოძრაობის" კონტურები ძალიან მკვეთრია

თამთა

თამთა მეგრელიშვილი ფრანკლინის კლუბზე: ამ კარგად შეფუთული სახელის უკან "ნაციონალური მოძრაობის" კონტურები ძალიან მკვეთრია ეს ორგანიცაზია გათანამედროვებული აზრის პირდაპირი ფორმირების მანქანაა, სადაც მხოლოდ პოლიტიკურად მუშავდება არაერთი ახალგაზრდის ტვინი- წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ფრანკლინის კლუბის შესახებ. მისი თქმით, ფრანკლინის კლუბი არის მიმზიდველი სატყუარა ახალგაზრდებისათვის.

“რა არის ფრანკლინის კლუბი? ფრანკლინის კლუბი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ძირითადი მიზანია გაავრცელოს კლასიკური ლიბერალური / ლიბერტარიანული იდეები საზოგადოებაში და შექმნას იდეოლოგიურ ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის ჯაჭვი სხვადასხვა ჯგუფის ინდივიდებისთვის. რა არის Ფრანკლინის მისია სამოქალაქო საზოგადოების განათლებისა და პოლიტიკურ ცვლილებებში ჩართულობის გზით, წვლილი შეიტანოს კლასიკური ლიბერალიზმის, როგორც ძირითადი პოლიტიკური ძალის აღორძინებაში. ერთი შეხედვით საინტერესო და ინტელექტუალი ახალგაზრდისთვის კარგი შეთავაზებაა, მაგრამ სინამდვილეში ამ კარგად შეფუთული სახელის უკან "ნაციონალური მოძრაობის" კონტურები ძალიან მკვეთრია.

ფრანკლინის კლუბი არის მიმზიდველი სატყუარა ახალგაზრდებისათვის. შეფარულად მათი ტვინის გამორეცხვის კარგი საშუალებაა. ამ ორგანიზაციის მართვის პრინციპები ძალიან ჰგავს მოძრაობა “კმარას”ხელწერას. ეს ორგანიცაზია გათანამედროვებული აზრის პირდაპირი ფორმირების მანქანაა სადაც მხოლოდ პოლიტიკურად მუშავდება არაერთი ახალგაზრდის ტვინი. შედეგად ვიღებთ პოლიტიკურად აგრესიულ ახალგაზრდას, რომელსაც განსხვავებული პოლიტიკური აზრისა და პოლიტიკური გემოვნების მქონე ადამიანის მიმღებლობა არ გააჩნია.”- წერს მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.