თამარ ცაგარეიშვილი: წინასწარ გამოცხადებულ ქრონიკაში ვცხოვრობთ, აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდება, გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვართ ანტიევროპელები, პუტინისტები. რომ ვეკითხებით რატომ? - პასუხია იმიტომ. არგუმენტები არ არსებობს

თამარ ცაგარეიშვილი

წარმოსახვით რეალობაში გვაცხოვრებენ, ძალიან რთულ დროს ვცხოვრობთ, პოსტსიმართლის ეპოქა ჰქვია ამას, სადაც რეალურად დაკარგულია ორიგინალი, ქმნიან ასლებს, რომ ჩვენ დავიბნეთ, გზა ვერ გავიგნოთ იქითკენ, საითკენაც უნდა ვიაროთ ადამიანებმა, რომ დავრჩეთ ადამიანებად, - განაცხადა ჟურნალისტმა, თამარ ცაგარეიშვილმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.

„არჩევნებთან დაკავშირებული პერიპეტიები დაკავშირებულია ამომრჩევლის ტყუილში ჩატოვებასთან. წინასწარ გამოცხადებულ ქრონიკაში ვცხოვრობთ, წინასწარ აცხადებენ რომ არჩევნები გაყალბდება, გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვართ ანტიევროპელები, პუტინისტები. რომ ვეკითხებით რატომ? - პასუხია იმიტომ. არგუმენტები არ არსებობს და არ არსებობს პოზიცია, რომელიც დაგარწმუნებს იმაში, რომ იქნება რამე მეშლება. მე მივიღე პასუხი იმ ხელისუფლებისგან, რომელსაც აქვს ჩაფიქრებული ქვეყნის კურსი და ამ კურსს ვუჭერ მხარს. რა თქმა უნდა, მეც მაქვს ხელისუფლებასთან ბევრი შეკითხვა, მათ შორის ის, რატომ ჩავარდნენ იმ მდგომარეობაში, რომ დღეს ის ძალა, რომელმაც ძალიან ბევრი რამ დაუშავა ქვეყანას, კიდევ აქტუალურია და როგორი შემართებითა და სითავხედით ბედავს იმას, რომ კიდევ სურთ ხელისუფლებაში მოსვლა და ვფიქრობ, იმავეს გამეორება“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.