1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის მნიშვნელოვანი თემები და მიღწევები განხილვის თამარი თემა იყო არჩილ თალაკვაძესა და ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დირექტორატის ხელმძღვანელ კლაუს ნეუკირჩს შორის. მათ იმსჯელეს იმ წინსვლაზე, რომელიც საქართველოს აქვს ადამიანის უფლებების, დემოკრატიული მმართველობის და კანონის უზენაესობის სფეროში.
„ეს იყო საინტერესო და პოზიტიური შეხვედრა და რაც მთავარია, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, - როგორ შეიძლება საქართველომ, შემდგომი პროგრესისთვის გამოიყენოს ევროპის საბჭოს მხარდაჭერა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
მისივე თქმით, ახალი პროგრამა, რომელიც შემუშავების პროცესშია, 19 მილიონ ევროს მოიცავს და ეხება ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებები, სოციალური დაცვის პოლიტიკა, პარლამენტის მხარდაჭერა და კანონის უზენაესობა.