1736884505
სვიმონ ჯანგულაშვილი: ის გინების „სიმღერები“ და ეს გვარამიას საქციელები - ღვინოში ჩაფსმა და საჭმელ-სასმელში ჩაფურთხება ცხადი ნიშანია ნაცური „სახალხო“ პროტესტის მარგინალიზებისა და სასოწარკვეთის სტადიაში შესვლისა...
,,ნაციონალური მოძრაობა“ ვიდრე არ მოშორდება ქართულ პოლიტიკას, მედიას და საზოგადოებას, მანამდე ჩვენ ვიქნებით პოლიტიკურ ჩიხში...“ - წერს საზოგადოება ,,ქართულის“ თანადამფუძნებელი დირიჟორი სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში.
,,ნაცებში მარტო ძველ ნაცებს არ ვგულისხმობ. გუბაზ სანიკიძის შვილი და ხოშტარია-გვარამია-ჯაფარიძის ახალგაზრდა მუწუკ ნაცებსაც ვგულისხმობ.
ყველას, ვინც ამ პარტიების წევრია, უნდა აეკრძალოს პოლიტიკასთან და მედიასთან შეხება.
დაკავდნენ კერძო ბიზნესით, გახსნან სასტუმროები და რესტორნები და უმასპინძლონ ერთმანეთს - 700 ათასი ადამიანი არაა პატარა ბაზარი. უფურთხონ ერთმანეთს და იყვნენ.
ის გინების „სიმღერები“ და ეს გვარამიას საქციელები - ღვინოში ჩაფსმა და საჭმელ-სასმელში ჩაფურთხება ცხადი ნიშანია ნაცური "სახალხო" პროტესტის მარგინალიზებისა და სასოწარკვეთის სტადიაში შესვლისა...“, - წერს ჯანგულაშვილი.