სტრასბურგის სასამართლოში არსებობს ასი ვერდიქტი „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ და აუცილებელია, რომ მათი იმპლემენტაცია ეროვნულ დონეზეც მოხდეს. ამ საქმეების შინაარსი არის უმძიმესი - რატი იონათამიშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

რატი იონათამიშვილი

სტრასბურგის სასამართლოში არსებობს ასი ვერდიქტი „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ და აუცილებელია, რომ მათი იმპლემენტაცია ეროვნულ დონეზეც მოხდეს, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ანგარიშზეა უმძიმესი საქმეები.

„ამ საქმეების შინაარსი არის უმძიმესი, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობა“ მხილებულია სისტემურ დანაშაულში საკუთარი მოქალაქეებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ, როდესაც ეს კრიმინალური სინდიკატი ამ ქვეყანას მართავდა და მათ შორის ის აწამებდა და სასტიკად ეპყრობოდა მოქალაქეებს, განსაკუთრებით ეს პენიტენციურ სისტემაზე, პატიმრებზე აისახებოდა. სახელმწიფო დონეზე იყო აყვანილი რეკეტი, მათ შორის კერძო საკუთრების და ფაქტობრივად ქუჩაში ცხრილავდა ის ადამიანებს, ახდენდა მედიის ოკუპაციას. ფაქტობრივად ყველა მიმართულებით არ დარჩა სფერო, სადაც უმძიმესი დანაშაული არ ჩაიდინეს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.