„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს
1736318316
ზიზღის ენით საუბარი დაიწყო სწორედ ჩვენმა ოპოზიციამ და პასუხიც მიიღეს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ლიდერმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ეს ბანერები არის ძალიან მარტივი არჩევანი, რა გველოდება იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში და რა არის იმის ალტერნატივა „ქართული ოცნების“ მოსვლის შემთხვევაში.
თუ ვისაუბრებთ მორალის ჭრილში, აქაც ძალიან მარტივი არჩევანია. იქით მხარეს არის უჩა აბაშიძე და მისი მორალის ხალხი და მეორე მხარეს არის ჩვენი ტრადიციული ღირებულებები, ჩვენი სამშობლო, ჩვენი პატრიოტიზმი, ოჯახი, ეკლესია და სარწმუნოება. ამ ორს შორისაა არჩევანი და არჩევანი და ძალიან მარტივი“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.