დაგროვებითი პენსია 15 458 პირმა გაიტანა - რა შემთხვევაში შეგიძლიათ თანხის მიღება
1736626219
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს მთავრობის მეთაურს ირაკლი კობახიძეს და მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
„ვულოცავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და პარტია „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. მჯერა, რომ სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები გააგრძელებს მდგრად განვითარებას სომეხი და ქართველი მოძმე ხალხების საკეთილდღეოდ“, - წერს ფაშინიანი ქართულად სოციალურ ქსელ X-ში.
მანამდე კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიულოცეს.
ვულოცავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და პარტია „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. მჯერა, რომ სომხეთი-საქართველო სტრატეგიული ურთიერთობები გააგრძელებს მდგრად განვითარებას - 🇦🇲 და 🇬🇪 მოძმე ხალხების საკეთილდღეოდ
— Nikol Pashinyan (@NikolPashinyan) October 27, 2024