1753907905
სოფიო ქაცარავამ ირლანდიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სოფიო ქაცარავამ ირლანდიის პრეზიდენტ მაიკლ ჰიგინსს პრეზიდენტის სასახლეში რწმუნებათა სიგელები გადასცა.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, პრეზიდენტსა და ელჩს შორის შეხვედრა გაიმართა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის განმტკიცების გზებს. მაიკლ ჰიგინსმა ელჩს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.