მძიმე ავარია თბილისის შემოვლით გზაზე - არის მსხვერპლი
1775473183
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრი სოფიო ხორგუანი აცხადებს, რომ ქვეყანას პარტნიორებთან კარგი ურთიერთობა სჭირდება.
ხორგუანის თქმით, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა სწორედ ხელისუფლების დამსახურებით გაფუჭდა და საჭიროა ამ ურთიერთობების აღდგენა.
„ჩვენი გუნდი საქართველოში რაც შეიძლება მეტი მეგობრის სტუმრობას მიესალმება. ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი დელეგაცია უნდა ჩამოდიოდეს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ყოველთვის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები იყვნენ. საქართველო-ამერიკას შორის რა რეალობაცაა, ამაზე ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა. სამწუხაროა, რაც გვჭირს – ის, რომ ჩვენს მეგობრებთან ურთიერთობა გაგვიფუჭდა და გაგვიფუჭდა სწორედ ხელისუფლების დამსახურებით, არა სხვა მიზეზით. რაც არ უნდა თქვან პროპაგანდით, რეალობა ესაა. ჩვენი ინტერესია, სტრატეგიულ პარტნიორებთან, იმ ქვეყნებთან, ვისთანაც დამოუკიდებლობის მანძილზე კარგი და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, ეს აღდგეს. ის, რაც გერმანიასთან დაკავშირებით ხდება, არასწორია, როცა ელჩს ლანძღავენ – ელჩი სახელმწიფოს სახელით ლაპარაკობს. თუ რაიმე კანონმდებლობაა საქართველოში, კონსტიტუცია, თუ „ადმინისტრაციული კოდექსი“, სწორედ მათი დახმარებით დაიწერა. დამოუკიდებელი ქვეყანა რაც გავხდით, ეს ხალხი გვეხმარებოდა, რომ საკანონმდებლო ჩარჩო შეგვექმნა. ირაკლი კობახიძემ კი უნდა იცოდეს ეს. სხვებმაც, ვინც განათლება გერმანიაში მიიღეს. დიახ, პარტნიორებთან კარგი ურთიერთობა გვჭირდება“, – აღნიშნა სოფიო ხორგუანმა.