სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს პატივისცემით უნდა მოვექცეთ

იურაი ბლანარი

საქართველოს პატივისცემით უნდა მოვექცეთ, - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარმა.

„მე შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ეუთოს მინისტერიალზე მალტაზე. მან მომაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს სურს ევროპულ გზაზე წინსვლა. ჩვენ ვართ წინააღმდეგი სანქციების დაწესების, მაგალითად პოლიციის მაღალჩინოსნებისთვის, რადგან ვფიქრობთ, რომ ასეთი სწრაფი გადაწყვეტილებები პროცესს არ დაეხმარება. საქართველოს პატივისცემით უნდა მოვექცეთ და დავტოვოთ დერეფნები გახსნილი კომუნიკაციისთვის“, - განაცხადა იურაი ბლანარმა.

უნგრეთმა და სლოვაკეთმა საქართველოს ოფიციალური პირებისთვის ევროკავშირის სანქციების დაწესების წინადადებას ვეტო დაადეს.