„სიტყვები უძლურია, უფალს ებარებოდეს ლადოს სული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1759607494
სხვა აზრი გაქვთ, რომ ეს [დაანონსებული აქცია] არაა გუშინდლის გაგრძელება და გუშინწინდელი აქციის გაგრძელება არ იყო გუშინდელი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა?! ეს არის ერთი ჯაჭვი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტმა მას შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე ჰკითხა, სადაც აღნიშნულია, რომ უწყებას საფუძველი აქვს მიიჩნიოს, რომ დღეს და მომდევნო დღეებში გამართული ნებისმიერი შეკრება არის გუშინდელი მცდელობის გაგრძელება.
„თქვენ რა სხვა აზრი გაქვთ, რომ ეს [დაანონსებული აქცია] არაა გუშინდლის გაგრძელება და გუშინწინდელი აქციის გაგრძელება არ იყო გუშინდელი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა?! ეს არის ერთი ჯაჭვი, რომელიც შარშან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აეწყო იმისთვის, რომ დამარცხებულ მხარეს, მარიონეტული რეჟიმს, რომელიც ვერ დასვეს ხელისუფლებაში, სახელმწიფო გადატრიალების გზით ჩაეგდო ხელისუფლება. ამის ნაწილი იყო ზიზღის კამპანია, დევნა, ქალი პარლამენტარების დევნა, შეურაცხყოფა, თავდასხმა. გახსოვთ შემდეგ როგორ იხუტებდნენ ამ თავდამსხმელებს სხვადასხვა დიპლომატები, რომლებიც მათ საქართველოს მომავალს ეძახდნენ. ეს იყო მომზადება, ადამიანების ზიზღით დატვირთვა, რათა სწორედ ამ კულმინაციამდე მისულიყო და ხელი აღემართათ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაზე და წასულიყვნენ შტურმზე. ამას ემსახურებოდა ყოველდღიური ისტერია, რომელიც ღამღამობით ჰქონდათ გამართული“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.