დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა - განახლებული კურსი
1728411315
2013 წლის 17 მაისის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას დაზარალებულებისთვის €193 500-ის გადახდა დააკისრა.
სასამართლომ დაადგინა რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლი მე-14-სთან ერთად, რაც გულისხმობს LGBTQ+ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციულად არაადამიანურ მოპყრობას.
გარდა ამისა, დაირღვა კონვენციის მე-11 მუხლი მე-14-სთან ერთად, რაც გულისხმობს შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლების დარღვევას დისკრიმინაციულად.
2013 წლის 17 მაისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სტრასბურგში სარჩელი ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ და „იდენტობამ“ გააგზავნა.
სტრასბურგის სასამართლომ გაგზავნილი სარჩელის შესაბამისად დაზარალებულად 35 პირი ცნო.
„ლგბტ“ თემის მხარდამჭერი აქტივისტი ანა მაისურაძე აცხადებს, რომ 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებულ აქციაზე დაზარალდა თუმცა, ორგანიზაცია „იდენტობას“ იურისტმა ნინო ბოლქვაძემ მოსარჩელეთა სიაში არ ჩაწერა.
მაისურაძე „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ჰყვება, რომ ბოლქვაძე იყო პასუხისმგებელი პირი, რომელსაც დაზარალებულთა სიების მოძიება და სარჩელის გასაგზავნად ჩვენებების აღება ევალებოდა.
„ლგბტ“ აქტივისტის თქმითვე, ორგანიზაცია „იდენტობამ“ სარჩელში მხოლოდ ორგანიზაციის თანამშრომლების და მეგობრების სახელი და გვარები შეიტანა.
„მეც და კიდევ სხვა ბევრი ადამიანი, რომელიც 17 მაისის აქციაში მონაწილეობდა ვერ მოხვდა იმ 35-კაციან სიაში. თუმცა აქციაზე დაზარალებულთა რიცხვი მინიმუმ ორჯერ მეტია.