"ბოლო დაბადების დღე და აუხდენლად დარჩენილი სურვილი..." - ზურა ბაკურაძე 46 წლის გახდებოდა
1734968444
ისრაელმა უნდა შეწყვიტოს სირიაზე დარტყმა, – ამის შესახებ სირიაში გაერო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
„ჩვენ ვხედავთ ისრაელის მიერ სირიის ტერიტორიის დაბომბვას. ეს უნდა შეწყდეს. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გეირ პედერსენმა.
ამასთან, გაერო-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „არავის, აბსოლუტურად არავის“ უწინასწარმეტყველია ასადის რეჟიმის დაცემა, მათ შორის, მისი აზრით, თავად მეამბოხე ჯგუფებსაც კი.
„შეიარაღებული დაჯგუფებებიც კი, რომლებიც ახლა აკონტროლებენ დამასკოს, გაკვირვებული არიან მომხდარით“, – განაცხადა პედერსენმა.
შეგახსენებთ, სირიაში ისრაელის სამხედრო ინტერვენცია გრძელდება. ისრაელის ტანკები სირიის დედაქალაქ დამასკოდან 25 კილომეტრში იმყოფებიან. ისრაელის მედია იუწყება, რომ ისრაელის ჯარებმა მიაღწიეს ქატანას, რომელიც სირიის ტერიტორიაზე, საზღვრიდან 10 კილომეტრშია, დემილიტარიზებული ზონის აღმოსავლეთით, რომელიც ჰყოფს გოლანის მაღლობებს სირიისგან. ეს ნიშნავს, რომ ისრაელის სამხედრო ტექნიკა ბუფერული ზონიდან გავიდა.