დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სტატისტიკის სამსახურის ბოლო მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობა და სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული.
„სტატისტიკური სამსახურის ბოლო მონაცემები გამოქვეყნდა და უმუშევრობის დონე არის ისტორიულ მინიმუმზე. ასევე სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე. ეს არის ჩვენი ორი წლის მუშაობის შედეგი. თქვენ ნახეთ, გაეცანით ბოლო მონაცემებს, რომ ვაჭრობა არის გაზრდილი ყველა მიმართულებით. გვაქვს პოზიტიური დინამიკა, ეკონომიკის ზრდა. იანვრის მონაცემებს ჩვენ ველოდებით. წინასწარი ინფორმაციით, რომელიც მაქვს ფინანსთა სამინისტროსგან (თუმცა საბოლოო ინფორმაციას უნდა დაველოდოთ) საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება იანვარში. ზოგადად, დინამიკა რაც იკვეთება, გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ წელსაც გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა: დასაქმება, მეტი სამუშაო ადგილი. ასევე გეტყვით, რომ უმუშევრობის დონე შემცირებულია როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. ქალაქად და სოფლად, ყველგან არის შემცირებული უმუშევრობა“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი