სიძულვილი, ზიზღის ენა, დაპირისპირება და ქიშპი არის ის, რის თავსმოხვევასაც გარედან ცდილობენ - მათი მიზანია ავტორიტეტების გაქრობა, ავტორიტეტი უნდა იყოს რასა იუკნევიჩიენე და არა ნოდარ დუმბაძე - შალვა პაპუაშვილი

 შალვა პაპუაშვილი

,,სიძულვილი, ზიზღის ენა, დაპირისპირება და ქიშპი არის ის, რის თავსმოხვევასაც გარედან ცდილობენ. ესაა ბოლო იარაღი, რომელსაც იყენებენ ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. სხვა მხრივ ვერ მოგვერივნენ და ცდილობენ, ადამიანები ერთმანეთთან დააპირისპირონ", - ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის მიერ ონისე ოქრიაშვილის შესახებ დაწერილ სტატუსზე დასმულ კითხვას.

შალვა პაპუაშვილის თმით, მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, რომლის მიზანიც ავტორიტეტებისა და ეროვნული ღირებულებების გაქრობაა.

"ჩვენ ვხედავთ სიძულვილის ენის მხარდაჭერასა და წაქეზებას გარედან. სწორედ ამას უნდა აღუდგეს წინ სახელმწიფოც და საზოგადოებაც. კიდევ ერთი მიმართულებაა, როდესაც ცდილობენ ავტორიტეტების შებღალვას. ეს მიზანიც არის ასეთი და პერიოდულად ასეთ კამპანიებს ვხედავთ, ხან ერეკლე მეფეზე იყო თავდასხმები და მის მემკვიდრეობაზე, ახლა რატომღაც ნოდარ დუმბაძე ამოიღეს სამიზნედ. ზუსტად იმ ჩვენ საამაყო ადამიანებს ესხმიან თავს, ვინც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ერის შეკავშირებისთვის, ერის იდენტობის განსაზღვრისთვის, ჩვენი ღირებულებების ჩამოყალიბებისთვის და ზუსტად ირჩევენ სამიზნეს. ეს არ არის შემთხვევითი, როდესაც ასეთ სამიზნეებს ირჩევენ. რა თქმა უნდა, აქაც უნდა დავინახოთ სწორედ ის მიზანი, რომ მოარღვიონ ყოველგვარი კულტურული ხერხემალი, რომელიც საზოგადოებას აქვს. აღარ უნდა იყვნენ ავტორიტეტები. ავტორიტეტი უნდა იყოს რასა იუკნევიჩიანე. ეს არის მათი მიზანი, რომ რასა იუკნევიჩიანე იყოს ავტორიტეტი და მისი სიტყვა იყოს დასაჯერებელი, მისი ღირებულებები იყოს ქართველი ხალხის ღირებულებები და არა ნოდარ დუმბაძის იქნება თუ სხვა ჩვენი კლასიკოსების, საამაყო წინაპრის.

ასე რომ, ეს არის მიზანმიმართული ანტიქართული კამპანია, რომლის მიზანი არის ავტორიტეტების გაქრობა. როდესაც ავტორიტეტი აღარ ჰყავს საზოგადოებას, როდესაც არ ჰყავს მისაბაძი მაგალითები და როდესაც მორღვეული აქვს ფუნდამენტი, შემდეგ რასა იუკნევიჩიანეს დონის ადამიანი წარმოჩინდება უკვე როგორც მთავარ ავტორიტეტად და მას უნდა გაჰყვეს შემდეგ საზოგადოება. ეს არის ზუსტად ჩანაფიქრი და ამას უნდა აღვუდგეთ წინ", - აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.