1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ეროვნულ გალერეაში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება მან Twitter-ზე გამოაქვეყნა.
„სიბეცე მუდამ ლოზუნგებს ეფარება! „თავისუფლების“ და „დამოუკიდებლობის“ მოწოდებებით ინიღბება შური და ბოღმა! ესე იყო 1937-ში. დღეს ვერ გვხვრეტდნენ... რა ქნას უნიჭომ? „ხელოვნება“, „თავისუფლება“ მიაჯღაბნე გალერეის კედელზე და გმირი ხარ! შენნაირი უნიჭოებისთვის“, - წერს ხაინდრავა.
მხატვრის სანდრო სულაბერიძის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს. კერძოდ საუბარია, ეროვნულ გალერეაში 2023 წლის 4 თებერვალს მომხდარ ფაქტზე, როდესაც გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.