შოთა ქევხიშვილმა დიღმის მასივის მცხოვრებლებს საარჩევნო პროგრამა გააცნო

შოთა ქევხიშვილი

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნების“ დიდუბის რაიონის, დიღმის მასივის მაჟორიტარობის კანდიდატმა, მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

შოთა ქევხიშვილმა დიღმის მასივის მცხოვრებლებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და მოისმინა მათ წინაშე არსებული გამოწვევები და პრობლემები. მოსახლეობის ჩართულობით, დაისახა სამომავლო გეგმები და მათი განხორციელების გზები.