„საპატრიარქოს უწყებანი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1772017613
ჩვენ ვხვდებით იმპორტიორ დისტრიბუტორებს, რომლებიც ფასწარმოქმნის ჯაჭვში მნიშვნელოვანი ელემენტია, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.
მისივე თქმით, ფასწარმოქმნის ჯაჭვი სამი საფეხურისგან შედგება, მწარმოებლები, იმპორტიორ დისტრიბუტორები და სავაჭრო ქსელები.
„ღია დისკუსია გვექნება იმპორტიორ დისტრიბუტორებთან, რადგან მათი ფასნამატი მნიშვნელოვნად მაღალია და გვინდა სწორად გვესმოდეს, თუ რა პრობლემები იწვევს აღნიშნულს. ჩვენი ამოცანაა, რომ პრობლემები სწორად დავინახოთ. იმედი გვაქვს, რომ თუ შესაძლებლობა გვექნება, რომ მოვახდინოთ კორექცია აღნიშნული მიმართულებით, მნიშვნელოვან შედეგზე გავალთ სისტემურად ფასების შემცირების მიმართულებით“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
პარლამენტში დროებითი კომისიის სხდომა მიმდინარეობს. ახლა იმპორტიორ სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს უსმენენ. განიხილავენ სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურას და ფასწარმოქმნის საკითხებს.