ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე აბუ დაბიდან მიმართვას ავრცელებენ
1736782536
შოლცი უკრაინისთვის 3 მილიარდ ევროს არ ბლოკავს. აღნიშნული ინფორმაცია, რომელიც გერმანულმა მედიამ გაავრცელა, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა გამოცემა Tagesspiegel-თან ინტერვიუში უარყო.
ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანიაში შიდაპოლიტიკური საკითხების მოგვარების შემდეგ აღნიშნული საკითხის გადაჭრის მოლოდინიც აქვს.
საკითხის ირგვლივ დისკუსია Der Spiegel-ის ინფორმაციის შემდეგ დაიწყო. გამოცემა წერდა, რომ გერმანიის კანცლერმა დაბლოკა ანალენა ბერბოკის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის და პისტორიუსის ინიციატივა, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის 3 მილიარდიანი პაკეტის გამოყოფას ითვალისწინებდა.