შევხვდი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას, საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებას და პარტნიორობის გაძლიერებას, საქართველო რჩება ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთგული - პრემიერი

პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, X-ზე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრის შესახებ წერს:

"შევხვდი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას, რომელსაც პრეზიდენტი პერე ჟოან პონს სამპიეტრო ხელმძღვანელობს.

ჩვენი საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებას და ეუთო-სთან პარტნიორობის გაძლიერებას.

საქართველო კვლავ რჩება ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთგული,"- წერს პრემიერი.