გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებაზე საუბრობს
1759521394
შევამოწმეთ სამართლებრივი ჩარჩო, საარჩევნო კომისიის მზადება და უნდა ვთქვა, რომ ყველაფერი წესრიგშია, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, უნგრეთის ეროვნულ ასამბლეაში საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა, ნორბერტ რევაი-ბერემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჩანს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია კარგად არის მომზადებული.
„არჩევნები არის დემოკრატიის დღესასწაული. აქამდე გვქონდა არჩევნების დაკვირვების განსხვავებული ეტაპები. შევამოწმეთ სამართლებრივი ჩარჩო, საარჩევნო კომისიის მზადება და უნდა ვთქვა, რომ ყველაფერი წესრიგშია. ჩანს, რომ თქვენ გაქვთ სათანადო სამართლებრივი ჩარჩო, ასევე გყავთ ძალიან კარგად მომზადებული საარჩევნო კომისია და საარჩევნო უბნები. ასე რომ, დემოკრატიული და მშვიდი არჩევნების იმედი გვაქვს. ჩვენ გვყავს ხუთკაციანი დელეგაცია უნგრეთიდან და ბევრი კიდევ სხვა ქვეყნებიდან. ყველა სხვადასხვა ადგილას დააკვირდება არჩევნებს. ჩვენ უნგრეთში ასევე მივესალმებით საერთაშორისო დამკვირვებლებს, ეს ნორმალური პროცედურაა. ეს არ არის მხოლოდ მონაწილეობა და დაკვირვება, ჩვენ ასევე ვსწავლობთ ერთმანეთისგან, როგორ ვატარებთ დემოკრატიულ პროცედურებს. ჩვენ ვიცით, რომ ბევრი პოლიტიკური პარტია მონაწილეობს არჩევნებში, 12 პარტია. ასევე ორმა პარტიამ უარი თქვა მონაწილეობაზე, რაც ასევე არის დემოკრატიული უფლება. ვიმედოვნებთ, არავინ შეეწინააღმდეგება დანარჩენ მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ არჩევნებში მონაწილეობა, განახორციელონ დემოკრატიული უფლება, რომ შეძლონ მშვიდობიანად იყვნენ ამ პროცესის ნაწილი“, – განაცხადა ნორბერტ რევაი-ბერემ.