პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ბოიკოტის შეწყვეტასა და პარლამენტში შესვლაზე ფიქრობს.
მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც მთელი ოპოზიცია შევიდა პარლამენტში ბოიკოტის ეფექტმა აზრი დაკარგა
"მათი შესვლა პარლამენტში არის უპატიებელი ცოდვა დღევანდელი და მომავალი თაობების წინაშე. იმ ფონზე, როდესაც მთელი ოპოზიცია შელაგდა შიგნით, აზრი დაკარგა ბოიკოტის ეფექტმა იმ გაგებით, რომ ჩვენ შევძლებდით ახალი საპარლამენტო არჩევნების გამოწვევას. მივწერე წერილი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს იმის თაობაზე, რომ მოამზადონ ორგანიზაციულ-პროცედურული საკითხები პარლამენტში ჩემი შესვლისთვის. ამაზე კი პასუხი იყო ის, რომ საპროცედურო კომიტეტის სხდომაზე, ჩემთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს იხილავენ“, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.