შეუძლებელია, ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანმა სერიოზულად აღიქვას, რომ თუ ლგბტ პროპაგანდა არ იქნება სკოლებსა და ბაღებში, მაშინ ევროკავშირის კარი ჩვენთვის დაკეტილი იქნება - არჩილ გორდულაძე

არჩილ გორდულაძე

ჩვენ ვიცით ქრისტიანულ ღირებულებებზე, თანასწორობაზე, ადამიანის უფლებებზე, ბავშვების უფლებებზე ორიენტირებული ევროპა და სწორედ ასეთი ევროპისკენ მივდივართ,- განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე არჩილ გორდულაძემ.

მისი თქმით, შეუძლებელია, რომ ვინმე ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანმა სერიოზულად აღიქვას მოწოდება, რომ თურმე გაუმჭვირვალობაა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე აუცილებელი და ლგბტ პროპაგანდა თუ არ იქნება სკოლებსა და ბაღებში, მაშინ ევროკავშირის კარი ჩვენთვის დაკეტილი იქნება.

„არ შეიძლება ასე ორმაგად, სამმაგად და ათმაგად განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს სხვადასხვა ქვეყნის მიმართ და ასე დაუსაბუთებლად, ყველანაირი არგუმენტის გარეშე, თავისუფალ სუვერენულ და დამოუკიდებელ ქვეყანას თითი უქნიო იმიტომ, რომ რაღაც კანონები შენ არ მოგწონს. ჩვენ სხვანაირი ევროპა ვიცით. ჩვენ ვიცით ქრისტიანულ ღირებულებებზე, თანასწორობაზე, ადამიანის უფლებებზე, ბავშვების უფლებებზე ორიენტირებული ევროპა და სწორედ ასეთი ევროპისკენ მივდივართ“, - აღნიშნა გორდულაძემ.