„იყავით ფრთხილად...“ - მეტეოროლოგის გაფრთხილება უახლოესი დღეების ამინდის შესახებ
1737309037
„რაც დრო გადის, სულ უფრო ნათელი ხდება, რომ კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს,“ - ამის შესახებ ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ე.წ აგენეტების შესახებ კანონპროექტზე წერს.
„კანონი აფერხებს ევროკავშირში გაწევრების პროცესს. ასევე, ხელს უშლის დემოკრატიას, მედიისა და სამოქალაქო სექტორის განვითარებას. ეს მაშინ, როცა მათი როლი სახელმწიფო გადაწყვეტილებებში უაღრესად მნიშვნელოვანია.
კანონპროექტი ვერ შეამცირებს მტრული ქვეყნების პოლიტიკურ და მედიაგავლენას საქართველოში. ამის საწინააღმდეგოდ სხვა კანონები და აღსრულებაა საჭირო.
ქვეყანაში, როცა ნამდვილად ბევრი პრობლემაა, ხელისუფლება რატომ ძაბავს პოლიტიკურ გარემოს და აღრმავებს პოლარიზებას ამ კანონპროექტით, ჩემთვის გაუგებარია. მართლა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს მოსაგვარებელი, ვიდრე ამ კანონპროექტითაა გათვალისწინებული.
მართლა აფუჭებს საქმეს და გულუბრყვილო ან მავნევლური მცდელობაა ამერიკულ კანონთან შედარება. შეწყვიტეთ კანონპროექტის განხილვა და ცოტა უფრო მეტი გააკეთეთ სახელმწიფოსთვის, დემოკრატიისთვის, ევროკავშირში მიღებისათვის“, - წერს გოგა ჩანადირი პირად ფეისბუკ გვერდზე.