„ციხიდან ოჯახის წევრებს დაურეკა...“ - ხატია წერეთლის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1761335967
ევროკავშირმა გაყინული რუსული აქტივების, უკრაინის დასახმარებლად გამოყოფის გადაწყვეტილება დეკემბრამდე გადადო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბლუმბერგი" ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ემხრობიან წინადადებას, უკრაინამ გაყინული რუსული აქტივებიდან 140 მილიარდი დოლარის "რეპარაციული კრედიტი" მიიღოს, თუმცა ბელგია, სადაც ამ აქტივების უდიდესი ნაწილია განთავსებული, სერიოზულ გარანტიებს ითხოვს, რომ ბრიუსელს ამ კრედიტის გაცემასთან დაკავშირებულ რისკებზე პასუხისმგებლობა არ დაეკისროს.