კატეგორიულად აკრძალულია გაყინული ხორცის ოთახის ტემპერატურაზე გალღობა - ეს უნდა იცოდეთ
1734166920
შესაძლოა, ბაქო რეგიონში ესკალაციის „ლეგიტიმაციას“ ცდილობს, – ასე პასუხობს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებებს.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, „ბაქო ცდილობს, მის აგრესიულ განცხადებებს სომხეთმაც აგრესიულად უპასუხოს, რათა რეგიონში შექმნას ახალი ესკალაციის გამართლება“.
ფაშინიანის თქმით, ერევანი მიჰყვება მშვიდობიან სტრატეგიას და თანმიმდევრულად გააგრძელებს სამშვიდობო დღის წესრიგის განხორციელებას.
„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გამოვიყენებთ არა აგრესიის, არამედ დიალოგის ენას. ჩვენ გავაგრძელებთ ფოკუსირებას დემარკაციაზე, სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის შეთანხმებაზე, „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის განხორციელებაზე, ჰუმანიტარულ საკითხებზე, მათ შორის დაკარგულთა ბედის გარკვევის პრობლემებზე“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
ალიევის განცხადებაზე, რომ სომხეთის შეიარაღება ახალ დაძაბულობას გამოიწვევს რეგიონში, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის რესპუბლიკის აქვს უფლება, ჰყავდეს თავდაცვისუნარიანი არმია.
„რაც შეეხება იარაღს, ჩვენ ასევე გვაქვს შეშფოთება აზერბაიჯანის შეიარაღებასთან დაკავშირებით და მოვისმინეთ მათი შეშფოთებაც. სწორედ ამ მიზეზით წარვუდგინეთ წინადადება აზერბაიჯანს, რომ ჩამოვაყალიბოთ შეიარაღების ურთიერთკონტროლის მექანიზმი და ველოდებით მათ პასუხს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.