შეიძლება გვქონდეს აზრთა სხვადასხვაობა, შეიძლება საუბარი იყოს ინდივიდუალურ პირებზე და არა პოლიტიკურ პარტიებზე, მაგრამ ვაგრძელებთ ბრძოლას ქვეყნის ინტერესებისთვის - გიორგი კაპანაძე ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე

გიორგი კაპანაძე

შიდა დაპირისპირება ოპოზიციურ რვიანში გრძელდება. ბოიკოტში მყოფი ხელისუფლების მოწინააღმდეგეები პროტესტს ერთმანეთს უცხადებენ.

"ნაციონალური მოძრაობა" გაერთიანებიდან თამარ ჩერგოლეიშვილის გარიცხვას ისევ ითხოვს.

სააკაშვილის პარტიამ, ორი დღის წინ, ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ "ცალკეული ინდივიდების გარდა, რომელთა ქმედებები ყოველგვარ ეთიკურ ნორმებს სცდება, ურთიერთობას ყველა ძალასთან გააგრძელებს". ოპოზიციურ პარტიებს შორის უთანხმოება და შეურაცხმყოფელი განცხადებები სიახლე არაა მმართველი გუნდისთვის.

პარტიის "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, ოპოზიციაში არსებული უსაფრთხოების პარალელურად, მმართველი გუნდის ოპონენტები ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ ბრძოლას აგრძელებენ.

"შეიძლება გვქონდეს აზრთა სხვადასხვაობა, სხვადასხვა შეხედულება, შესაძლოა საუბარი იყოს ინდივიდუალურ პირებზე და არა პოლიტიკურ პარტიებზე, მაგრამ ცხადი არის, რომ ჩვენ, პროდასავლური პოლიტიკური პარტიები, ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ხალხისადა ჩვენი ქვეყნის ინტერესებისათვის", - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.