„4 გოგო და + ბიჭი...“ - ვინ არის წყვილი, რომლის ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი ნახვა აქვს
1734101460
საერთაშორისო დამკვირვებელი, ხორხე გონსალეს გალარცა საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, გამოცემაში "The Critic"-ზე სტატიას აქვეყნებს სათაურით "საქართველოსთან დაკავშირებით შეცდომაში შევყავართ?"
როგორც გალარცა წერს, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული ბრალდებები სერიოზულია, მაგრამ ისინი დასაბუთებული არ არის.
მისივე თქმით, თუ დასავლეთის ძლიერი შეშფოთება არ გაქრება, ეს არამარტო საქართველოსთვის, არამედ დემოკრატიებისთვის ნებისმიერ ადგილზე იქნება იმის ნიშანი, რომ ნებისმიერს, ვინც ლიბერალური დოგმების წინააღმდეგ წავა, აშკარა გამარჯვებაც კი უმნიშვნელო, თუმცა ტირანი ქვეყნის მსგავს მოპყრობას მოუტანს დასავლეთის მხრიდან.
"შაბათის შედეგი იმდენად ნათელი იყო ჩვენთვის, რამდენადაც აუტანელი იყო უცხოური ნიუსრუმებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და კანცელარიებისთვის. თუ დასავლური მედიდურობა არ გაქრება მათთვის "თავზარდამცემი" შედეგების შემდეგ, გაძლიერებული შეშფოთება მხოლოდ საქართველოს წესრიგს არ დაარღვევს. ეს ნებისმიერ ადგილას დემოკრატიებს მიანიშნებს, რომ თუ მათი მიზანი ლიბერალური დოგმატის წინააღმდეგობა იქნება, ყველაზე აშკარა გამარჯვებაც კი მათ წვრილფეხა ტირანი ქვეყნის მსგავს მოპყრობას მოუტანს, მაშინ, როცა ბევრად უფრო საშინელი მმართველები დაუსჯელები რჩებიან. საქართველოს იზოლაცია კიდევ უფრო უარესი ამბავი იქნებოდა დასავლეთში დისიდენტებისთვის. ეს მათ მოკავშირეს წაართმევდა, რადგან ცოტანი არიან ისეთნი, ვინც სიტყვა "დასავლურს" იმ მნიშვნელობას დაუბრუნებდა, როცა ოსტრაციზმი, კანონმდებლობა და შანტაჟი არ გამოიყენებოდა პრინციპული ოპონენტების წინააღმდეგ", - წერს ხორხე გონსალეს გალარცა.