ნათლობის წესში ცვლილება შევიდა - ნახეთ, ყველა დეტალი
1763754817
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, სოციალურ ქსელში ეხმიანება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერის, სანდრო ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თქმითაც, თითქოს, “ქართულმა ოცნებამ”, უცხოეთში არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუსპო ხმის მიცემის უფლება, რამდენადაც საზღვარგარეთ უკანონოდ მყოფები საქართველოში ვერ ჩამოვლენ.
შარმანაშვილი ბარამიძის განცხადებას აფასებს, როგორც “ურცხვ ტყუილს” და ამბობს, რომ არალეგალები საკონსულო აღრიცხვაზე ისედაც არ დგებიან და შესაბამისად, სხვა ქვეყანაში არსებულ საარჩევნო სიაში ვერ მოხვდებიან.
„ურცხვი ტყუილი ! არალეგალები საკონსულო აღრიცხვაზე არ დგებიან და შესაბამისად, იქაურ საარჩევნო სიაში ვერ მოხვდებიან. ეს თუ არ იცის იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ერთი უბედურებაა, თუ იცის და მაინც იტყუება, უარესი უბედურება!”- წერს თენგიზ შარმანაშვილი Facebook-ზე.