როგორი იქნება სამყაროსთვის 2026 წელი, ვანგას წინასწარმეტყველების მიხედვით
1768939222
ამაში სიახლე არაფერია, ეს უკვე მოქმედებს რამდენიმე თვეა. კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ დიპლომატიურ პასპორტებს დასჭირდება ვიზა და ეს უბრალოდ პოლიტიკური პროპაგანდის ელემენტი იყო, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.
დეპუტატი ამ კომენტარით გამოეხმაურა ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებას, რომ ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო.
„რაც მთავარია ჩვენ არ მივეცით საშუალება და არავის არ მივცემთ საშუალებას, რომ ასეთი ტიპის ზეწოლით საქართველოს სუვერენული უფლებების შელახვისკენ გადაგვადგმევინონ ნაბიჯი. ამის საუკეთესო მაგალითი თვითონ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მოგვცა, რომ მასზე არანაირმა ზემოქმედებამ არ გაჭრა და ვერანაირად ვერ გადაადგმევინეს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი. ამ მაგალითს მივყვებით ჩვენც, იმიტომ რომ, ეს არის ღირსეული, პასუხისმგებლიანი ხელისუფალის ნაბიჯი. ამიტომ ამას ჩვენზე ზემოქმედება არ ექნება, ჩვენ პოლიტიკას გავაგრძელებთ, მიუხედავად იმის რა, ტიპის ზეწოლას მოახდენენ ჩვენზე - ეს იქნება ვიზასთან დაკავშირებული თუ რაღაცა სხვა საკითხებთან. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, იცით რომ ერთიანი მიდგომა არ არის და ეს რომ შესძლებოდათ, ამას როგორც სადამსჯელო ღონისძიებას უკვე დიდი ხნის წინ გამოიყენებდნენ, იმიტომ რომ ძალიან კარგად ესმის ბევრი ქვეყნის ხელმძღვანელს იგივე ევროპაში, რომ ასე ხელაღებით მოწყვეტა საქართველოსთან არ შეიძლება, ეს ძალიან არასამართლიანი იქნებოდა და თვითონ ევროპისთვისაც ძალიან ცუდი შედეგების მომტანი“, - აღნიშნა მან.
კითხვაზე - მოახდენს თუ არა რაიმე ცვლილებას ახალი გლობალური პოლიტიკის დღის წესრიგი - შარმანაშვილმა ასე უპასუხა:
„შეიძლება ვცდები, მაგრამ ევრობიუროკრატიის ამ შემადგენლობით ცვლილებას არ ველოდები. ახლა თავად ალაპარაკდნენ მათ მიმართ არასამართლიანად მოპყრობის თაობაზე. ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა ძალიან სკეპტიკურად არის განწყობილი დღევანდელი ევრობიუროკრატიის შემადგენლობის მიმართ. თავად ამბობენ, რომ ბიუროკრატების ამ შემადგენლობის პირობებში უკეთესობისკენ რაიმე რადიკალურ ცვლილებას არ ელოდებიან. კაია კალასზე უკვე პირდაპირ ამბობენ, რომ მან თანამდებობა უნდა დატოვოს, რადგან ევროპისთვის ვერანაირი სწორი ნაბიჯი მან ვერ გადადგა და ყველანაირად შეუწყო ხელი, რომ ევროკავშირს თავისი სუვერენული სახე დაეკარგა. თვითონ იყვნენ დაკავებულები იგივე საქართველოს და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის შეზღუდვით და იმდენად იყვნენ დიფ სთეითის თამაშებზე დამოკიდებულები, რომ მათაც მიადგათ ეს უბედურება საკუთარ კარზე. ამ დონემდეც კი მივიდა საქმე, რომ მაგალითად ტრამპი ცინიკურად საუბრობს საფრანგეთის პრეზიდენტზე. ის ამბობს, რომ რამდენიმე თვეში [მაკრონი] ხელისუფალიც კი აღარ იქნება და მისი აზრი გასათვალისწინებელიც კი არ არის. როგორც დამოუკიდებელ მოთამაშეს, ევროკავშირს აღარ უყურებენ“, - განაცხადა შარმანაშვილმა.