1769016087
ტრამპი: უკრაინაზე ზრუნვა ნატოსა და ევროპის საქმეა და არა ჩვენი - აშშ ძალიან შორსაა, ჩვენ დიდი და ლამაზი ოკეანე გვყოფს, ჩვენ ამასთან საერთო არაფერი გვაქვს
დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინის ომზე ზრუნვა ევროპასა და ნატოს ეკუთვნის. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეკომპანია BFMTV ავრცელებს.
„რას იღებს ამერიკის შეერთებული შტატები მთელი ამ შრომისგან, მთელი ამ ფულისგან, გარდა სიკვდილისა, ნგრევისა და კოლოსალური თანხებისა, რომელიც მიდის იმ ადამიანებთან, ვინც არ აფასებს იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ? ისინი არ აფასებენ ჩვენს ნაბიჯებს - მე ვგულისხმობ ნატოს, მე ვგულისხმობ ევროპას. უკრაინაზე ზრუნვა მათი საქმეა და არა ჩვენი. აშშ ძალიან შორსაა, ჩვენ დიდი და ლამაზი ოკეანე გვყოფს. ჩვენ ამასთან საერთო არაფერი გვაქვს“, - აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.
„ეს ომი უნდა დასრულდეს, ეს ერთადერთი რამაა, რაც მაინტერესებს“, - დასძინა მან და დააზუსტა, რომ ამ ოთხშაბათს დავოსში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.












