შანტაჟი და შეთქმულება, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩავარდა - თორნიკე რიჟვაძე

თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მედიასთან ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შეაფასა და აღნიშნა, რომ შანტაჟი და შეთქმულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩავარდა.

„მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს სახელმწიფო ინსტიტუტებს, სამართალდამცავებს, რომლებიც მთელი ამ დღეების განმავლობაში, არნახული ზეწოლის მიუხედავად, მთელი თავისი პროფესიონალიზმით, გმირულად ახერხებენ ჩვენს ქვეყანაში წესრიგის შენარჩუნებას.

არაერთხელ აღნიშნა პრემიერმა, რომ თუკი რაიმე ხელშესახები შედეგი არსებობს ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, ეს ყველა მიღწევა არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან დაკავშირებული. ჩვენი არჩევანი, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას, არის ძალაში. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით რეფორმების გატარებას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არავის მივცემთ საშუალებას, რომ მოლაპარაკებები გამოიყენონ ქვეყნისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დაშანტაჟების მიზნით. ამ ქვეყნის მტრები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარე ძალები ცდილობენ, რომ ეს საკითხი გამოიყენონ ქვეყანაში არეულობის შემოსატანად. განსაკუთრებით მიუღებელია, როდესაც სკოლის მოსწავლეების ჩართვა ხდება ამ პროცესებში“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.