“ასეთი ადამიანი არ უნდა გვტოვებდეს…” - ქართველ ჟურნალისტს გლოვობენ
1734931090
შალვას [თადუმაძეს], რომელსაც მე ძალიან კარგად ვიცნობ, ვურჩევ, რომ არ იჩქაროს, რადგან კიდევ ბევრი სანქციები იქნება სხვადასხვა სახელმწიფოსგან, დააგროვოს და ისე მიმართოს ევროპულ სასამართლოს, — ამის შესახებ პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ bm.ge-ს ეთერში თქვა. მისი თქმით, საჭიროა, რომ ინდივიდუალური, პერსონალური სანქციები კიდევ უფრო შორს წავიდეს. რაც შეეხება აშშ-ს პოლიტიკას "ოცნების" ხელისუფლებისადმი, გახარია ფიქრობს, რომ 20 იანვრის შემდეგ აშშ-ს დამოკიდებულება არ შეიცვლება.
"საჭიროა, რომ ინდივიდუალური, პერსონალური სანქციები კიდევ უფრო შორს წავიდეს. იმიტომ, რომ ეს კონკრეტულია ადამიანები ისეთ ზიანს აყენებენ ქვეყანას, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს. მაგრამ ეს რეაგირება არ უნდა შეეხოს საქართველოს რიგით მოქალაქეებს —– არც სავიზო შეზღუდვები, არც სხვა რაიმე სანქციები. ...უნდა იყოს ფინანსური სანქციები, ამასაც მოვესწრებით. ეს იქნება 20 იანვრამდე. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს სანქციები, რომელიც [აშშ-ს] ძველი ადმინისტრაციის მიერ იქნება დაწესებული, არ იქნება ორპარტიული, ძალიან ცდება. მათ ძალიან დიდი იმედგაცრუება ელოდება.
რაც შეხება ევროკავშირს, ევროკავშირი ძალიან რთული ბიუროკრატიული სისტემაა. მათგან ჩვენ ასეთ სანქციების მოლოდინი არც გვქონდა, მაგრამ ორმხრივ რეჟიმში, კონკრეტული სახელმწიფოები იმ ტალღას გააგრძელებენ, რომელიც დაიწყო. ამიტომ, შალვას [თადუმაძეს], რომელსაც მე ძალიან კარგად ვიცნობ, ვურჩევ, რომ არ იჩქაროს, რადგან კიდევ ბევრი სანქციები იქნება სხვადასხვა სახელმწიფოსგან, დააგროვოს და ისე მიმართოს ევროპულ სასამართლოს და მერე ვნახოთ რა შედეგებს მიიღებენ", — განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისათვის, 18 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე, შალვა თადუმაძე გეგმავს დასანქცირების გამო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს.