შალვა პაპუაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარის საჰიბა გაფაროვას სამძიმრის წერილი მიიღო

შალვა პაპუაშვილი

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარის საჰიბა გაფაროვას სამძიმრის წერილი მიიღო.

როგორც წერილშია აღნიშნული, დიდია უწმინდესის ილია II-ის  მიერ კაცობრიობის საკეთილდღეოდ გაწეული ღვაწლი კავკასიაში მშვიდობის, სოლიდარობისა და რელიგიათაშორისი დიალოგის ხელშეწყობაში.

„დიდი მწუხარებით მივიღეთ გამოჩენილი რელიგიური მოღვაწის, მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია.

ყოველთვის დიდი პატივისცემით გავიხსენებთ მისი უწმინდესობა ილია II-ის  მიერ კაცობრიობის საკეთილდღეოდ გაწეულ საქმიანობას, მის წვლილს კავკასიაში მშვიდობის, სოლიდარობისა და რელიგიათაშორისი დიალოგის ხელშეწყობაში, აგრეთვე  ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებისკენ მიმართულ მის დიდ ძალისხმევას.

ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას ამ დიდი დანაკარგის გამო და ჩემი სახელით, აგრეთვე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის წევრების სახელით, გიცხადებთ გულწრფელ სამძიმარს თქვენ, პარლამენტის წევრებსა და თქვენი ქვეყნის მეგობრულ ხალხს”, - აღნიშნულია წერილში.