შალვა პაპუაშვილმა „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს მიმართა – „მანდატებს დავტოვებთო, სხვა რამეს კი არ აკეთებდით 2024 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც ხალხის მიერ მონიჭებულ მანდატს არ იყენებთ“

 შალვა პაპუაშვილი

არანიარი მტკიცებულება არ გაქვთ და ისე გვიყენებთ ბრალსო, არ ვიცით, რას გვედავებითო და ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ცარიელი სიტყვებით დააბრალეთ სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენა. ჩამოყალიბდით, რა არის თქვენი სტანდრატი, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, სოფიო ხორგუანის განცხადებას.

სოფიო ხორგუანი შალვა პაპუაშვილს მიმართა: „გაემიჯნებით თუ არა იმ მოსამართლეებს, რომლებზეც იდგა წინა ხელისუფლების რეჟიმი. ის რეჟიმი იდგა ყველაფრის მკადრებელ პროკურორებსა და პროკურატურაზე, ნოტარიუსად ქცეულ სასამართლოზე. თქვენც იმავეს აკეთებთ, იმავეზე დგახართ. გაემიჯნეთ. თუ არა, მაშინ მეც მაქვს უფლება, დაგიძახოთ, რომ თქვენ ხართ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. მინდა, მივმართო მოსამართლეებს, თქვენ გაქვთ შანსი, თქვენს წარსულს გაემიჯნოთ და ერთხელ მაინც მიიღოთ გადაწყვეტილება სინდისიერად – საქართველოს, საქართველოს ხალხის, კონსტიტუციის დაცვით“.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, სხვა დროსაც გვითქვამს და ნათქვამია, „ყველაფერი, რასაც თქვენ იტყვით, შესაძლოა, გამოყენებული იყოს თქვენ წინააღმდეგ სასამართლოში“.

„თქვენი სტანდარტია, ბრალი დასდოთ ადამიანებს სისხლის სამართლის დანაშაულებში, დანაშუალის დაფარვა დააბრალეთ ერთს, მეორეს დააბრალეთ ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში და ასე უაპელაციოდ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს წაუყენეთ ლამის სისხლის სამართლის ბრალი. სხვა დროსაც გვითქვამს, ნათქვამია, ყველაფერი რასაც თქვენ იტყვით შესაძლოა, გამოყენებული იყოს თქვენს წინააღმდეგ სასამართლოში. რაც ახლა ისაუბრეთ, კიდევ ერთხელ დაადასტურეთ ის კონსტიტუციური ბრალი, რაც წაგიყენათ პარლამენტის წევრებმა თავისი სარჩელით, რომ თქვენ არ ცნობთ დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოებს. თქვენი გამოსვლის სულისკვეთებაც ეს იყო, რომ არ აღიარებთ და არ ცნობით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. სხვას კი არაფერს გედავებით, რომ არ ცნობთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ბატონი გიორგი შარაშიძე ამბობდა, რას გვერჩითო, 4 ოქტომბერთან რა შუაში ვართო. თქვენი განცხადება რომ დევს მტკიცებულებად იმ საქმეში, ხომ იცით, სადაც თქვით, რომ 4 ოქტომბერი რომ არ ჩაშლილიყოო, ალბათ არ შემოვიდოდით პარლამენტშიო. თქვენი ლიდერის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებ ხომ დევს მტკიცებულებად, რომელმაც თქვა, კი შევედითო, მაგრამ არც ახლა ვაღიარებთ ამ პარლამენტსო. ყოველ თქვენს გამოსვლას იმით იწყებთ, მივესალმებით საქართველოს მოქალააქეებსო და არც კოლეგას ახსენებთ, არც პარლამენტის თავმჯდომარეს ახსენებთ, არც პარლამენტს ახსენებთ. თქვენ რა გგონიათ, აქ თან ხართ და თან არ ხართ? „ცისფერ მთებში“ როგორც არის – თან არ ხართ და თან არ ხართ. ეს არის თქვენი დილემა. თქვენი განცხადება, რომ იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუცო სასამართლო დაამტკიცებს ჩვენს სარჩელს და გააუქმებს თქვენს პარტიას, მანდატებს დატოვებთ – სხვა რამეს კი არ აკეთებდით 2024 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც ხალხის მიერ არჩევნებით მონიჭებულ მანდატს არ იყენებთ. ახლაც იგივეს აცხადებთ, არ აპირებთ გამოიყენოთ ის მანდატები, რომელიც ხალხმა არჩევნებში მოგცათ. ეს თქვენი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გამოავლინეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

✕