შალვა პაპუაშვილი: ზიზღი, სიძულვილი, ძალადობა და, როგორც ახლა ირკვევა, დაფინანსების თაღლითური სქემებიც, აი, რად აქციეს დღეს „პროევროპულობა“

შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს გასული წლის მაისი ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკისადმი გაგზავნილ წერილს.

„კიდევ ერთხელ ვაქვეყნებ ჩემ მიერ შარშან მაისში ევროკავშირის ელჩისთვის გაგზავნილ წერილს, სადაც მხოლოდ ერთ რამეს ვითხოვდი – საჯაროდ დაეგმო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და მხარდაჭერილი პირების ძალადობა, ზიზღი და სიძულვილი.

პასუხად სიჩუმე და 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობის მხარდაჭერა მივიღეთ.

ზიზღი, სიძულვილი, ძალადობა და, როგორც ახლა ირკვევა, დაფინანსების თაღლითური სქემებიც – აი, რად აქციეს დღეს „პროევროპულობა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, გასულ წელს შალვა პაპუაშვილმა წერილით მიმართა პაველ ჰერჩინსკის, რომელშიც წერდა, რომ „ღრმად იმედგამაცრუებელია, რომ, ხელისუფლების მოწოდებების მიუხედავად, ევროკავშირის მისია თავს არიდებს ზიზღის, ძალადობის გამოვლინებისგან დისტანცირებას“.