„ეს სიმპტომები ნაწლავის კიბოზე მიუთითებს" - ქირურგი განმარტავს
1779048241
პარლამენტის თავმჯდომარე, ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს გამოეხმაურა, შალვა პაპუაშვილის განცხადებით სამართლებრივი პასუხისმგებლობის გარდა არანაკლებ მნიშვნელოვანია განისაზღვროს პოლიტიკური პასუხისმგებლობაც.
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩისა და კონკრეტული ევროპარლამენტარების პასუხისმგებლობაზე საუბრობს და მათგან კითხვებზე პასუხს ელოდება:
„დავუბრუნდეთ 4 ოქტომბერს და გავიხსენოთ თუ რა იყო ამ ყველაფრის წინაპირობა - დღეს თუ გაირკვა ვის აქვს სამართლებრივი პასუხისმგებლობა 4 ოქტომბრის შეუმდგარი დამხობის ორგანიზებაში, ჩვენ აქამდეც ვიცოდით და ასეც რჩება თუ ვის აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა 4 ოქტომბრის ძალადობაზე და ეს გახლავთ ბრიუსელი. ეს არის სრულად ბრიუსელის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როგორც 4 ოქტომბრის მომზადების პროცესში, როდესაც ვიხილეთ ევროკომისიის მხარდაჭერა წინასწარ დაანონსებული ძალადობის მიმართ, ისე 4 ოქტომბრის დღეს, როდესაც მიდიოდა შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე, როდესაც პირდაპირ ეთერში, სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით, ევროპარლამენტარები - რასა იუკნევიჩიანე და სხვა მსგავსი ქართველი ხალხის მიმართ მტრული გეგმების მქონე ადამიანები მხარს უჭერდნენ ხელისუფლების დამხობას, მათ შორის გახლდათ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, რომელმაც ძალადობას პირდაპირ გამოუცხადა მხარდაჭერა." - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ახლა მთავარი კითხვაა - მოუხდის თუ არა საქართველოს პრეზიდენტს ევროკავშირის ელჩი ბოდიშს 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენის გამო, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით სწორედ ევროკავშირის მიერ წახალისებული ძალადობაა.
„ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა დღეს უკვე გამყარდა სამართლებრივი საფუძვლით. ჩვენ გვაინტერესებს კიდევ ერთხელ პასუხი ევროკავშირისგან - სად არის ის ღირებულებითად და რა არის ის ევროპული ღირებულება, რაზეც გვესაუბრებიან ხოლმე. ძალადობაა ევროპული ღირებულება? ხელისუფლების დამხობა, ადამიანების დაზიანება ყოფილა თურმე ევროპული ღირებულება. რა თქმა უნდა, ამაზე პასუხები უნდა გასცეს ევროკომისიამ. მისი წარმომადგენელი გახლავთ ევროკავშირის ელჩი, ამიტომ მისგან მოველით და ვითხოვთ პასუხს 4 ოქტომბერთან დაკავშირებით.
კერძოდ, აპირებს თუ არა ევროკავშირის ელჩი, ევროკავშირის სახელით ბოდიში მოუხადოს საქართველოს პრეზიდენტს, მის სასახლეზე მათ მიერ წაქეზებული და გამხნევებული ადამიანების თავდასხმის გამო და აპირებს თუ არა პირადად, პაველ ჰერჩინსკი ბოდიში მოუხადოს საქართველოს პრეზიდენტის იმის გამო, რომ 4 ოქტომბრიდან 7 თვის თავზე, ერთხელაც კი არ დაგმო ის ძალადობა პრეზიდენტის სასახლეზე, პრეზიდენტის, რომელიც გახლავთ ნებისმიერი ელჩის უპირველესი მასპინძელი ამ ქვეყანაში. როცა ასე იქცევიან, მასპინძელს არაფრად აგდებენ, ძალადობას აქეზებენ და შემდეგ ამაზე პასუხისმგებლობის აღებაც არ უნდათ, ეს არ არის ევროპელობა,"- აცხადება პაპუაშვილი.