შალვა პაპუაშვილი: უნგრეთში ოპოზიციურმა ლიდერმა მოიპოვა ერთპარტიული საკონსტიტუციო უმრავლესობა. გაიხსენეთ, ჩვენთან რა ისტერია ჰქონდა ბრიუსელს, რომ თითქოს ერთპარტიული კონსტიტუციური უმრავლესობა ცუდია. კარგად მიულოცეს უნგრეთის ოპოზიციას?!

შალვა პაპუაშვილი

უნგრეთში ოპოზიციურმა ლიდერმა მოიპოვა ერთპარტიული საკონსტიტუციო უმრავლესობა. გაიხსენეთ, ჩვენთან რა ისტერია ჰქონდა ბრიუსელს, რომ თითქოს კოალიციური მთავრობის გარეშე არ არსებობს ხელისუფლება. კარგად მიულოცეს უნგრეთის ოპოზიციას?! - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ბრიუსელი კიდევ ერთხელ დამარცხდა ქართველ ხალხთან, ვინაიდან ის, რასაც წლების განმავლობაში უმტკიცებდნენ საქართველოს თავადვე უარყვეს უნგრეთთან მიმართებაში.

„ძალიან საინტერესოა უნგრეთის არჩევნები. იცით, რომ უნგრეთში ოპოზიციურმა ლიდერმა მოიპოვა ერთპარტიული საკონსტიტუციო უმრავლესობა და ყველამ მიულოცა. გაიხსენეთ, ჩვენთან რა ისტერია ჰქონდა ბრიუსელს და მის დაქირავებულ ჯგუფებს, რომ თითქოს კოალიციური მთავრობის გარეშე არ არსებობს ხელისუფლება, თითქოს კოალიციური უმრავლესობა არის არადემოკრატიული და თითქოს ერთ პარტიას თუ აქვს უმრავლესობა, ეს არის არადემოკრატიული. კარგად მიულოცეს უნგრეთის ოპოზიციას ერთპარტიული კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება?!

აქედან გამომდინარე შეგვიძლია, რომ ეს თავიც გადავფურცლოთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ გამოეშვირება სხვების მავნე ხელების ფათური.

დაადასტურა თავად ბრიუსელმა, რომ მთავარი არის ხალხი, როგორ აირჩევს და ხალხის არჩევანი თუ არის ასეთი, ყველამ უნდა მიიღოს. ამიტომ კიდევ ერთხელ დამარცხდა ბრიუსელი ქართველებთან. იმიტომ რომ ის, რასაც ჩვენ გვიმტკიცებდნენ, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა ცუდია, ერთი პარტიის უმრავლესობის ქონა არის ცუდი, ეს ყველაფერი მამლის ყივილამდე უარყვეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.