სინოპტიკოსები მოსახლეობას ხვალ მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ
1769767101
ჩვენ გვექნება ერთიანი უნივერსიტეტი - როგორც ტექნიკური, ისე ჰუმანიტარული მიმართულებით იქნება უმაღლესი დონის განათლება. რესურსების ერთიანი კონცენტრაცია თვისებრივად ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ყველას, მათ შორის აკადემიურ პერსონალსაც. შენარჩუნდება აკადემიური პერსონალი, სტუდენტები რაოდენობა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებაზე საუბრისას.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისას სპეციალისტების ნაკლებობაა.
„ჩვენ მეტი გვჭირდება - ტექნიკური მიმართულება აბსოლუტურად სხვა მასშტაბზე უნდა გადავიყვანოთ. დღეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისას სპეციალისტების ნაკლებობა არის ყველა მიმართულებით - ინჟინერი, არქიტექტორი, ჰიდროლოგი, არავინ აღარ გვყავს. სპეციალობები, რომლებიც დღეს ტექნოლოგიების ეპოქაში სჭირდება ქვეყანას, არის დაკნინებული და სწორედ ეს გადაწყვეტილება შეუწყობს ხელს, რომ თვისებრივად შეიცვალოს სიტუაცია.
რაც შეეხება სტუდენტებს, მათთვის არაფერი იცვლება და ისინი იქნებიან ერთი დიდი უნივერსიტეტის სტუდენტები”, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.