VIDEO: „ეს სიმღერა და ტექსტი მე დავუწერე სალოს, რომელიც ლაშას მიუძღვნა...“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი
1761635312
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე სისაკ გაბრიელიანსა და კომიტეტის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და სომხეთის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და ვიზიტების დადებითი დინამიკა. ხაზი გაესვა სექტორულ კომიტეტებს შორის ხშირ გაცვლებს.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა თბილისის აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მონაწილეობის მნიშვნელობა, აგრეთვე, ეროვნული კრების პრეზიდენტ ალენ სიმონიანის სამუშაო ვიზიტი საქართველოში.
სისაკ გაბრიელიანმა შალვა პაპუაშვილს ოქტომბერში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნების დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა. მან, ასევე, მადლიერება გამოხატა საქართველოს მიერ სომხეთისადმი სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე დაფიქსირებული მხარდაჭერისთვის.
მხარეებმა ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. აღინიშნა, რომ რეგიონული მშვიდობა რეგიონის სამივე ქვეყნისთვის დიდი სარგებლის მომტანი იქნება. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ყოველთვის იყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მოგვარების დიდი გულშემატკივარი და უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე მოვლენები რეგიონული განვითარების კუთხით ახალი ეტაპის დაწყების კარგი შესაძლებლობაა.
შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.