შალვა პაპუაშვილი შსს-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე: ყველა აღიარებს, რომ თვისებრივად შეცვლილი არის შსს-ის საქმიანობა. შეცვლილი იმ მხრივ, რომ კონცენტრირებული არის იმ განსაკუთრებულ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს საზოგადოებაშია

შალვა პაპუაშვილი

სტატისტიკის გარეშეც ყველა აღიარებს - მოყვარეც და მტერიც, რომ თვისებრივად შეცვლილი არის შსს-ის და ზოგადად, ჩვენი სამართალდამცავი და უსაფრთხოების სისტემის საქმიანობა. შეცვლილი იმ მხრივ, რომ კონცენტრირებული არის იმ განსაკუთრებულ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არის დანაშაულების მხრივ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შსს-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მიმდინარეობს ბრძოლა განსაკუთრებთ ნარკოდანაშაულის წინააღდმეგ.

„უპირველეს ყოვლისა არის ნარკოდანაშაული და ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, ჩვენთან პენიტენციარულ დაწესებულებაში განთავსებულ პირთა რაოდენობაც კი გაიზარდა. ამნისტიებით და შეწყალებებით გამოცხადებული გვქონდა, რომ გვინდოდა და გვინდა შემცირება რაოდენობის მაგრამ რას იზამ ახლა?! როცა ამდენი ნარკომოვაჭრე ტრიალებს, მათ შორის უცხოეთიდან შემოსულები, ყველას მიეხედება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ შსს-ს გამოვლენილი რთული დანაშაულებრივი სქემებისთვის მადლობა გადაუხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის შედეგად, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, გასულ - 2025 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა. მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.