წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1760463939
როდესაც ანტიკონსტიტუციური და მავნებელი პარტიები გაქრებიან პოლიტიკური ველიდან, ახალგაზრდებს ექნებათ ძალიან დიდი მოტივაცია, რომ შეავსონ ის სეგმენტი. ოპოზიციაში იქნებიან ისეთი ძალები, რომლებიც გარედან არ იმართებიან, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, წამყვანის კითხვაზე თუ ვინ ჩაანაცვლებს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ იმ შემთხვევაში თუ მმართველი გუნდის კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილდება და „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტიას აიკრძალება.
მისი თქმით, არიან ახალგაზრდები, რომლებიც საკმაოდ ჯანსაღად აზროვნებენ თუმცა მათთვის შემაფერხებელი ფაქტორი, ოპოზიციური პარტიების ჩამოსაყალიბებლად სწორედ პოლიტიკურ ველზე მოქმედი არაკონსტიტუციური ძალები არიან.
„ძალიან ბევრ ახალგაზრდასთან მაქვს ურთიერთობა, ვისთვისაც ქვეყნის სუვერენიტეტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვინც არ ცხოვრობენ გეოპოლიტიკურ ილუზიებში, „რუსული კანონის“ და გამოგონილი თემების არ სჯერათ. ისეთი ახალგაზრდები არიან, რომლებიც ხშირად რაღაცებზე მეკამათებიან, ხშირია შემთხვევა, როდესაც ამ კამათშიც მიგებენ. როდესაც ვუსვამ ხოლმე მათთ ასეთ შეკითხვას: „ასე ჯანსაღად აზროვნებთ და სე ჩართულები ხართ პოლიტიკურ პროცესებში რატომ არ გინდათ, რომ რაღაც მოძრაობა შექმნათ, რომელიც შემდეგ პარტიად გარდაიქმნება?“ აბსოლუტურად ყველას პასუხი არის ანალოგიური - „რა აზრი აქვს პარტიის შექმნას, როდესაც ასეთი ოპოზიცია არსებობს, რომელიც მთლიანად გარედან ფინანსდება. რომელსაც აქვს მედიასაშუალებები. როგორ შეიძლება ჩვენ მათთან კონკურენციაში შევიდეთ? უბრალოდ დავიჩაგრებით და არანაირი აზრი არ აქვს ამაზე დროის დაკარგვას“.
შესაბამისად, როდესაც ანტიკონსტიტუციური და მავნებელი, საბოტაჟის მომწყობი პარტიები და აქტორები გაქრებიან პოლიტიკური ველიდან, რა თქმა უნდა ასეთ ახალგაზრდებს ექნებათ ძალიან დიდი მოტივაცია, რომ შეავსონ ის სეგმენტი, რომელიც გამოთავისუფლდება. ეს ქვეყნისთვისაც ძალიან სასარგებლო იქნება. ოპოზიციაში იქნებიან ისეთი ძალები, რომლებიც გარედან არ იმართებიან, ვისთვისაც ისეთი მნიშვნელოვანია ქვეყნის დამოუკიდებლობადა სუვერენიტეტი, როგორც „ქართული ოცნებისთვის“. უბრალოდ არის გარკვეულ საკითხებში უთანხმოება, რაღაც საკითხებზე ფიქრობენ, რომ უკეთესად გადაჭრიან, რაღაც საკითხებზე ფიქრობენ, რომ შეიძლება უკეთესად გაკეთდეს და უფრო წაადგეს ჩვენს ქვეყანას, ასეთი ოპოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ძალიან სასარგებლო და ჩვენ ვინატრებდით“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.