შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

 შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პრემიერ-მინისტრ  ირაკლი კობახიძესთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და დეპუტატებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში საშობაო წირვას დაესწრო.

საღვთო ლიტურგია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

საზეიმო წირვის დაწყებამდე, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე გააცნეს.

საშობაო წირვას ასევე ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.