ცნობილი ბლოგერი ათასობით მაყურებლის თვალწინ, პირდაპირ ეთერში ტრაგიკულად დაიღუპა
1759265262
სანამ მოლოტოვის კოქტეილის მხარეს იდგება ბრიუსელი, სანამ ამას არ გაემიჯნება, მანამდე იმ ღირებულებითი უფსკრულიდან, სადაც ის იმყოფება, ვერანაირად ამოვა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მან უპასუხა კითხვას, თუ რას ეძახის „ქართული ოცნება" ისეთ დემოკრატიას, რომლითაც ევროპა უნდა გაოცდეს.
„15 კაცი რომ რუსთაველის გამზირს გადაკეტავს და ამის საშუალება აქვს, მე მგონი ესაა დემოკრატია. აბა წადით და ბერლინში გადაკეტეთ 15 ადამიანმა პოტსდამის მოედანი, ან პარიზში შანზელიზე, წადით და რომელიმე ქვეყანაში გადაკეტეთ ქუჩა, პოლიცია როგორ მოგეპყრობათ ამას კი ვხედავთ, კადრები არსებობს. როგორი ბრუტალობით მიგაბრძანებენ შემდეგ ციხეში, ამას ვნახავთ.
რაც შეეხება შიდა ტერორიზმს, რომელიც გამოწვევაა ბევრი ქვეყნისთვის. ვხედავთ, რომ ეს არის გარედან დაფინანსებული, მხარდაჭერილი შიდა ტერორიზმი. კადრები გაქვთ ნანახი მოლოტოვის კოქტეილს რომ ისვრიან ადამიანები? 4 ადამიანია გასამართლებული ამისთვის. პრობლემა გაქვთ ამასთან დაკავშირებით, რომ მოლოტოვის კოქტეილს რომ ისვრის ადამიანი ციხეში უნდა ჩაჯდეს? თუკი ეს კადრები ნანახი გაქვთ და თუკი ეს სწორია, მაშინ რას ნიშნავს ჩეხეთის განცხადება, რომ მიუღებელ პირებად გამოაცხადა მათ შორის შს მინისტრის მოადგილე იმისთვის, რომ ის ამართლებდა პოლიციის მოქმედებას. ჩვენ ვთანხმდებით, რომ მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი უნდა იჯდეს ციხეში. ახლა წადით და იმ ე.წ. სინდისის მოძალადეების სიიდან ამოიღეთ მოლოტოვის მსროლელები. სანამ მოლოტოვის კოქტეილის მხარეს იდგება ბრიუსელი, სანამ ამას არ გაემიჯნება, მანამდე ის ღირებულებითი უფსკრული, სადაც ის იმყოფება, იქიდან ვერანაირად ამოვა და მანამდე ქართველი ხალხი საკადრის პასუხს გასცემს ყველა ასეთ ქმედებას“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.