შალვა პაპუაშვილი: სამხრეების ქვეშ მყოფ ადამიანს, რომელიც ცდილობს, საკუთარ ქვეყანაში დაატრიალოს 90-იანი წლების უბედურება და აქ ტყვია გავარდეს, არაფერი ესაქმება ქართულ საზოგადოებაში, იყოს იქ, სადაც არის

შალვა პაპუაშვილი

ბატონ შაიშმელაშვილს რაც შეეხება, როდესაც ადამიანი, რომელიც სამხრეების ქვეშ იყო გარბის ქვეყნიდან და გარედან ცდილობს ქვეყანაში 90-იანი წლების დატრიალებას და ძალადობის წაქეზებას, ეს არის ქვეყნის ღალატის უმაღლესი ხარისხი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვეს კითხვა ყოფილ სამართალდამცველთან, ირაკლი შაიშმელაშვილთან დაკავშირებით.

„საერთო ჯამში, ეს აჩვენებს მათ განწირულ მდგომარეობას, სასაცილოა. იმასაც კი არ დააკვირდნენ, რომ დიდი ხანია, საქართველოს პარლამენტის შემოსასვლელი ჭიშკრები სხვანაირად გამოიყურება, მათ შორის დამატებითი გამაგრებაც აქვს სწორედ იმიტომ, რომ შიდა ტერორისტები გვყავს, რომლებიც გარედან იკვებებიან. საბოლოო ჯამში, ამან გაყიდა, რომ ეს არის შაიშმელაშვილის მიერ მიწოდებული რაღაც ფურცლები. ბატონ შაიშმელაშვილს რაც შეეხება, როდესაც ადამიანი, რომელიც სამხრეების ქვეშ იყო გარბის ქვეყნიდან და გარედან ცდილობს ქვეყანაში 90-იანი წლების დატრიალებას და ძალადობის წაქეზებას, ეს არის ქვეყნის ღალატის უმაღლესი ხარისხი. სამოქალაქო პირი როდესაც ჩადის ღალატს, ეს ერთია, მაგრამ, როდესაც ადამიანი სამხრეების ქვეშ თავის სამშობლოს ღალატობს, ძალიან კარგია, რომ იქ არის, სადაც არის. საზოგადოების ნაწილი ვეღარასოდეს ვეღარ გახდება. სამხრეების ქვეშ მყოფ ადამიანს, რომელიც ცდილობს, ქვეყანაში დაატრიალოს 90-იანი წლების უბედურება და აქ ტყვია გავარდეს, არაფერი ესაქმება ქართულ საზოგადოებაში, იყოს იქ, სადაც არის და ვინც ეთერს უთმობს, მათ მორალურ პოზიციასაც კარგად აჩვენებს, მათ შორის ვინც მას იფარებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.