ჯარიმა 50 ლარი და მინუს 10 ქულაა - გაფრთხილება მძღოლებს
1773088562
საყოველთაოდ ცნობილი გერმანული პატიოსნება, ასეთ დროს, ბოდიშის მოხდას გულისხმობს, მაგრამ ბატონი პეტერის შემთხვევაში, როგორც ჩანს, დასაშვებია ჯერ სიცრუით მანიპულაცია, შემდეგ კი სიმართლის არშემჩნევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილი ეხმაურება გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ 24 იანვარს გაკეთებულ განცხადებას ყულევის ტერმინალთან დაკავშირებით, სადაც ელჩი ამბობს, რომ ევროკავშირის მე-20 პაკეტში იყო ყულევის პორტზე საკანონმდებლო წინადადებაც და მტკიცებულებების პაკეტიც.
„წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი კი დაირღვა, მაგრამ პატიოსნებამ რა დააშავა?!“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიყვანა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით აცნობა.