ორმაგი ტრაგედია მარნეულში - მამის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ ქალიშვილიც მალევე დაიღუპა
1794080586
ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან შეაფასა.
როგორც მან აღნიშნა, „აირაის“ კვლევამ კარგად აჩვენა, თუ რა პროცესები მიდის ოპოზიციაში.
„რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა არის გამქრალი. მათ მთლიანად დაკარგეს თავისი ამომრჩევლებიც, რომლებიც 2024 წელს ჰყავდათ და მთლიანად დაკარგეს ნდობა საზოგადოებაში.
ერთადერთი, ვინც დღეს ასულდგმულებს რადიკალურ ჯგუფებს, ეს არის უცხოეთი: ბრიუსელი, სხვადასხვა დაფინანსებები, რომლითაც ცდილობენ შეუნარჩუნონ პულსი მომაკვდავ პოზიციაში მყოფ რადიკალურ ოპოზიციას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია არის შხამიანი თესლი, რომელიც არა მხოლოდ საკუთარ ქვეყანას, არამედ საკუთარ თავსაც წამლავს.