ცნობილი თურქი მსახიობი გარდაიცვალა
1770928093
მართლა ყველა ყველას იცნობს, არაფერი იმალება ამ ქვეყანაში, არ სჭირდება ამას არც სპეცსამსახური და არაფერი განსაკუთრებული, ყველამ იცის რა სქემების დალაგებაც დაიწყეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
წამყვანმა ჰკითხა, რა სქემებს იყენებენ უცხოეთიდან საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დასაფინანსებლად.
„ის, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველა ყველას იცნობს, უყვართ ხოლმე უცხოელებს, ელჩებსაც ამის თქმა, მაგრამ მგონი ვერ აცნობიერებენ. მართლა ყველა ყველას იცნობს, არაფერი იმალება ამ ქვეყანაში, არ სჭირდება ამას არც სპეცსამსახური და არაფერი განსაკუთრებული, ყველამ იცის რა სქემების დალაგებაც დაიწყეს. ნაცვლად იმისა, რომ რომელიმე ორგანიზაციისთვის მიეცათ გრანტები, დაიწყეს ამ ორგანიზაციის თანამშრომლებთან პირდაპირ ხელშეკრულებების დადება. ვის ატყუებენ?! მართლა გაგეცინება ადამიანს, რომ ვიღაც გუშინწინ ჩამოსული უცხოელი ჩვენს ქვეყანაშია და ფიქრობს, რომ მოგვატყუებს. მათთან ერთად ხომ ქართველები მუშაობენ, რა ჰგონიათ, ყველა ქართველი მათ ჭკუაზე დგას?! იქ არ არიან პატრიოტი ქართველები?! დონორი ორგანიზაცია რომ გქვია და ღირებულებებს ქადაგებ შენს წესდებებში, რამხელა კრიმინალური ენერგიაა, რომ დგახარ და ფიქრობ, რომ ქვეყანაში ვარ სტუმარი, კანონია აქ და მოდი მოვიფიქრო, როგორ ავუარო გვერდი. მერე ჩვენ გვეუბნებიან შემთხვევით ევროპულ სანქციებს გვერდს ხომ არ უვლითო. არანაირ ვალდებულება არ გვაქვს დავიცვათ ევროკავშირის სანქციები. ამას ვაკეთებთ ჩვენი კეთილი ნებით უკრაინელი ხალხის პატივსაცემად, თორემ არც ზელენსკის, არც ფონ დერ ლაიენის პატივსაცემად არ ვაკეთებთ ამას“ , - აღნიშნა პაპუაშვილმა.