„ეს ვიტამინი მართლა ატომური ბომბია... ეს ანოტაციაში არ უწერია...“ - ზაზა თელიას გაფრთხილება
1770923683
ბიზნესის ზოგიერთ წარმომადგენელს შესაძლოა არ ესმოდეს, რომ საბოლოოდ თავად დაზიანდება, თუ საზოგადოებას ზედმეტად გამოფიტავს თუნდაც ფასების მიხედვით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
წამყვანმა ფასების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით ჰკითხა.
„პარლამენტის ამოცანაა, რომ საზოგადოებასთან და ბიზნესთან ერთად ვიმსჯელოთ ამაზე [ფასების შემცირებაზე]. ბიზნესს მოგების ინტერესი აქვს რა თქმა უნდა, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, აქ ხომ არ არის ჭარბი მოგების ინტერესები, რომელიც აზიანებს საზოგადოებას და საბოლოო ჯამში, თავად ბიზნესს დააზიანებს. ბიზნესის ზოგიერთ წარმომადგენელს შესაძლოა არ ესმოდეს, რომ საბოლოოდ თავად დაზიანდება, თუ საზოგადოებას ზედმეტად გამოფიტავს თუნდაც ფასების მიხედვით. კომისიამ მომმართა და პარლამენტი დაიწყებს მოძიებას, რომ გვინდა ჩავრთოთ მათ შორის პროფესიონალი კომპანიები, რომლებსაც გამოცდილება აქვთ ფინანსური სტრუქტურები შეისწავლონ სექტორულადაც და ამ მხრივ პროფესიული, ეკონომიკური დასკვნები წარმოადგინონ მათ შორის იმისთვის, რომ ვინმემ არ იფიქროს, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.