ცნობილი თურქი მსახიობი გარდაიცვალა
1770928093
მსახიობის და ტელეწამყვანის გოგოლა კალანდაძის ქალიშვილი ელენე ზურაბიშვილი პოპულარობით სარგებლობს. რამდენიმე თვის წინ, ელენემ საკუთარი პოდკასტი She said What გააკეთა. ერთ-ერთ გადაცემაში მან სტუმრად მისი შეყვარებული გააცნო მაყურებელს.
ელენე ზურაბიშვილის შეყვარებული ფეხბურთელი ნიკუშა ქუთათელაძე გახლავთ, რომელიც თავდამსხმელია და ამჯერად საქართველოში თამაშობს.
ნიკუშა ქუთათელაძე 16 წლის ასაკში პსჟ-ის ახალგაზრდულ გუნდში ირიცხებოდა. მისით ისეთი ცნობილი პიროვნება იყო პირადად დაინტერესებული, როგორიც ტურინის "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩია. ქუთათელაძე 2018 წლის მიწირულს "პსჟ-დან" "ანჟიში" გადაბარგდა, თუმცა მახაჩყალურ გუნდს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, ის ვერ დაარეგისტრირა და შესაბამისად, ახალგაზრდა შემტევსაც ახალი კლუბის ძიება მოუხდა.
ის ამჯერად ერთი სეზონით "დინამო თბილისში" თამაშობს.
ქუთათელაძე ევროპაში იზრდებოდა. იგი ვარჯიშობდა პრაღის „სლავიის“, „ლილის“ და პსჟ-ს აკადემიებში, საიდანაც რუსეთში გადავიდა. კარიერის განმავლობაში ის თამაშობდა მახაჩყალის „ანჟიში“, მოსკოვის „სპარტაკი 2“-ში და „ნიჟნი ნოვგოროდში“.
თავდამსხმელი საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებშიც იწვევდნენ, ხოლო 17-წლამდე ეროვნულ გუნდში ერთი გოლი აქვს გატანილი.
ნიკუშა ქუთათელაძე "პსჟ"-ს ახალგაზრდულ გუნდში ყოფნის დროს ფეხბურთის ისეთ ვარსკვლავებთან ერთად ვარჯიშობდა, როგორიც არის ლეგენდარული ნეიმარი.
ელენე ზურაბიშვილმა და ნიკუშა ქუთათელაძის წყვილმა ელენეს პოდკასტში ერთმანეთის შესახებ გულწრფელად ისაუბრეს.
ელენეს კითხვაზე, რა შეიცვალა ნიკუშას ცხოვრებაში მათი შეყვარებულობის შემდეგ, ფეხბურთელმა ასეთი პასუხი გასცა.
"ადრე მარტო ვიყავი და ახლა ყველაფერს რასაც ვაკეთებ სულ შენზე ვფიქრობ" - მოკლედ უპასუხა ნიკუშამ ელენეს მის მიერ დასმულ კითხვაზე.
ფეხბურთელმა გადაცემაში მისი ოცნების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ოცნებაა საქართველოს ნაკრების მაისური ეცვას და ქვეყნის სახელით ითამაშოს.